შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბაგრატიონ-დადიანი![]()
ბიოგრაფიაერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ასული; ისტორიული წყაროები ოდიშ-ლეჩხუმის დედოფლად მოიხსენიებენ; 1789 წელს მან იქორწინა ოდიშის მთავრ გრიგოლ კაციას ძე დადიანზე; გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება-მოვალეობით შეიმოსა; 1790 წელს ერთ-ერთი საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თანამეცხედრეს "მიუჩინა სადედოფლონი ადგილ-მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით, აზნაურით, გლეხით, საზღვრით-საზღვრამდე, შესავალ-გამოსავალით... ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შვლიანად, აზნაურ–გლეხიანად"; 1804-1811წწ. სამეგრელოს მართავდა; 1805 წელს მან რუსეთში გაგზვნა დეპუტაცია: დეპუტაციამ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი; 1806 წელს იმპერატორმა ძვირფასი თვლებით შეამკობინა ხატი და დეპუტაციას სამეგრელოში გამოატანა, ასევე მისცა მილიონი რუბლი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად; 1811 წელს რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრი. იგი პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც პატიმარი; 1832 წლის შეთქმულების დროს სამეგრელოს დედოფალი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა; მას ბრალად დასდეს შეთქმულებთან თანამოაზრეობა, მიმოწერა ფილადელფოს კიკნაძესთან; მას სულიერად ამხნევებდა ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი; სიცოცხლის ბოლოს ქალაქ რიაზანში ცხოვრობდა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge; facebook.com; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |