The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა ანთიძე

ნიკა ანთიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ანთიძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

1991-2002წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო საქმის წარმოების ინსპექტორი; 2002-2004წწ. წლებში საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. კულტურული მემკვიდრეობის სამართლის ლექტორი თბილისის სამხატვრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნებისა და თეორიის ფაკულტეტზე; 2009 წლიდან სამინისტროსთან არსებული "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს" არქეოლოგიური სექციის წევრია; "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული, არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე; 2007 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, "მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის" თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2009წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი; 2009-2011წწ. იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; 2011-2013წწ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უფროსი; 2014 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი. 2005 წელს მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სერტიფიკატი — "International visitor leadership program of the United States Department of State" "Historic preservation in the U.S", ხოლო 2008 წელს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სერტიფიკატი - "Maintenance and Restoration of Monuments".

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: heritagesites.ge


გააზიარე: