The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია თოდუა

ნათია თოდუა
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1996  (28 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. 
სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.

2013 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს "მაგთიფანში"; 2014 წელს  X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში; 2016 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა; მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული; გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე; მომღერალი, რომელიც ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ. 

წყარო: sputnik-georgia.com


გააზიარე: