შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მარღანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, აფხაზეთის ასსრ. სხვადასხვა დროს იცავდა სოხუმის "დინამოს", სტალინოს "შახტიორის", თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ღირსებას; გამოირჩეოდა სანიმუშო რეაქციითა და ეფექტური ნახტომებით. ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ; სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; იყო თბილისის "დინამოს" ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. თბილისის "დინამოში" ასპარეზობისას (1947–1958) ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 212 შეხვედრა; არის საბჭოთა კავშირის პირველობის ორგზის ვერცხლის მედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. სამჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად; 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა; ფეხბურთელი, მეკარე. წყარო: fcdinamo.ge; ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.560 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |