The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ უგულავა

არჩილ უგულავა
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1974-1979წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი, 1979-1988წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1990წწ. განყოფილების გამგე; 1990-2003წწ. ლაბორატორიის გამგე; 2003-2005წწ. თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 2005 წლიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. არის ავტორი წიგნისა "სტატისტიკური ფიზიკა" (2005). სრული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფონონური ვიწრო ყელის პრობლემა მაგნიტურ რეზონანსში", დაიცვა 1974 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეგულარული და სტოქასტიური სპინური დინამიკა" 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.445; tsu.ge


გააზიარე: