შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სისაური
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 7 წლიდან ბიბლიური სცენების, პორტრეტების, ფიგურატიული, აბსტრაქტული კომპოზიციების ხატავს. დამოუკიდებლად ქმნიდა ურთულეს გეომეტრიულ კომპოზიციებსა და სერიებს სხვადასხვა საერო თუ სასულიერო თემატიკაზე. ამავე პერიოდში აქტიურად იღებს მონაწილეობას სახვითი ხელოვნების სხვადასხვა კონკურსში, სადაც მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. 2008 წლიდან, 12 წლის ასაკში სრულიად იცვლება მისი მხატვრული ხედვა და ის იწყებს იმ გრაფიკული ნამუშევრებისა და აბსტრაქტული კომპოზიციების შექმნას, რომელსაც ის შემდეგ "არარეალურ რეალობას" უწოდებს. 2010 წელს, 14 წლის ასაკში მისი გრაფიკული ნამუშევრებით დაინტერესდნენ ხელოვნების აგენტები, რომელთა მეშვეობითაც ეს ნახატები "ლუვრის" მუზეუმის ხელოვნების ექსპერტებმა იხილეს და აღფრთოვანება გამოიწვია მათში; რამდენიმე თვეში მხატვარმა მიიღო მოწვევა პარიზის ხელოვნების აკადემიიდან. 2010 წელს ეწყობა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა გალერეა "აკადემია +"-ში. 200-მდე გრაფიკული ნამუშევარი იქნა წარდგენილი ამ გამოფენაზე. 2010 წელს იწყებს მოღვაწეობას კალიგრაფიის ხელოვნებაში და ამავე წელს გახდა საქართველოს პირველი კალიგრაფი; 2010 წელს ჩატარებულ კონკურსში "ქართული კალიგრაფია", რომელშიც 10 000-ზე მეტი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მან მოიპოვა გრან-პრი და გახდა პირველი ადგილის მფლობელი. 5 წლის მანძილზე ჩატარებულ კონკურსში "ქართული კალიგრაფია", არის 23 ნომინაციიაში გამარჯვებული. 2014 წელს, უკანასკნელად ჩატარებულ ამავე კონკურსში ის გახდა პირველი ადგილისა და ერთადერთხელ დასახელებული ნომინაციის - "წლის კალიგრაფი" - გამარჯვებული. 2011 წელს მოეწყო მეორე პერსონალური გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში. 2012 წელს, გამოიცა გ. სისაურის პირველი წიგნი "მათხოვრის დღიურები", რომელსაც კრიტიკოსებმა "ფილოსოფიური ტრაქტატი" უწოდეს. ამავე წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი, პოეტის პირველი ლექსების კრებული "უსათაურო", რომელიც შედგება 70 ლექსისგან და დაფინანსდა სვეტიცხოვლის საძმოს მიერ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. 2013 წელს, გამოიცა გიორგი სისაურის მესამე წიგნი სახელწოდებით "კომედია", რომელიც გახლავთ 333 სტროფიანი თანამედროვე ჰიმნოგრაფიული პოემა, რომელიც არქაული, ძველი ქართული ენითაა დაწერილი. ამ პოემის საფუძველზე თანამედროვეობის უდიდესმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბა ახალგაზრდა მწერალს მომავლის პოეტი უწოდა. ამავე წიგნის წარდგენა მოეწყო რუსთაველის თეატრში და 17 წლის გიორგი გახდა ასაკით ყველაზე პატარა მწერალი, რომლის შემოქმედებით საღამოსაც რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. 2014 წელს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მისი მესამე პერსონალური გამოფენა, სადაც მისი გრაფიკული ნამუშევრები და ხელნაწერები გამოფენილი იყო უძველესი ხელნაწერი წიგნების გვერდით. ამავე წელს მისი ხელნაწერები გამოიფინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში (ეგვიპტე) ქართულ და არაბული ხელნაწერების ჯგუფურ გამოფენაზე. 1 წლის შემდეგ კი სუჰაიმის კულტურულ ცენტრში "ბეითსუჰაიმი" (ეგვიპტე, კაირო). 2015 წელს ქმნის თავის ახალ ნაწარმოებს "იესო იბერიელი" - რომლის წარდგენაც რუსთაველის თეატრში გაიმართა. 2016 წელს, გ. სისაურის ხელნაწერი საჩუქრად გადაეცა რომის პაპ - ფრანცისკე I-ს. 2017 წელს, პოეტი ქმნის თავის ახალ ნაწარმოებს "ლუციფერის ტროპარი". 1 წლის შემდეგ კი თეოსოფიურ პოემას "სიცოცხლის ყვავილი", რომელიც წარმოადგენს იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების"(აპოკალიფისი) ალეგორიულ და სიმბოლისტურ ინტერპრეტაციას. 2018 წელს, იქმნება მისი ახალი წიგნი "მისტიკი"(პროზა). ამავე წელს მისი ხელნაწერები გამოიფინა ოფენბახის შრიფტის მუზეუმში. ახალგაზრდა კალიგრაფით ინტერესდება მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლი CHANEL-ი. მან სპეციალურად ექსკლუზიური პარტნიორებისთვის ხელით გააფორმა ორი ღონისძიებისთვის განკუთვნილი მოსაწვევები და ღია ბარათები. 2017-2018 წლებში, იყო უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" თანაავტორი, რომლის ყდაც მსოფლიოში აღიარებულმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ და იუველირმა გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნი" დაცულია გაეროს არტ-კოლექციაში (ქ.ნიუ-იორკი, აშშ. ), როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. 2019 წელს რუსთაველის თეატრში მოეწყო გ. სისაურის ხელოვნებაში მოღვაწეობის 10 წლის საიუბილეო საღამო "და გაჩერდა წამში წუთი". 2012 წლიდან დღემდე ის მუშაობს თავის მეხუთე წიგნზე "ღვთაებრივი მისტერია" - რომელიც გააერთიანებს 33 ნაწარმოებსა 4 პოემას. ძველ ქართულ ენაზე შექმნილი წიგნი წარმოადგენს თეოსოფიური პოეზიისა და თანამედროვე ჰიმნოგრაფიის სინთეზს. ამ უკანასკნელმა აღაფრთოვანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II და მისი შემოქმედება კოსმოსს შეადარა, თავად პოეტს კი ღვთის შვილი უწოდა. არის 5 წიგნის, 600-მდე გრაფიკული ნამუშევრისა და 200-მდე კალიგრაფიული ნიმუშის ავტორია. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო და სამადლობელო წერილი (2010); 2012 – 2014 წლებში იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანა"-ს სტიპენდიანტი, როგორც განსაკუთრებული ნიჭიერების მქონე ახალგაზრდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |