შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჯაბუა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1952წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქსახპროექტი" და 1952-1953წწ. "ქუთოლპროექტი" პროექტის მთავარ არქიტექტორად; მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1976-1985წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, აკადემიის სამხატვრო საბჭოს წევრი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: დრამატული თეატრი და "საჭაშნიკე" ქ. თელავში, კინოთეატრი "კარიბჭე" (მცხეთაში), "გამარჯვება" (გორში), მწერალთა შემოქმედებითი სახლი-პანსიონატი "ლიტფონდი" (სოხუმში), სსრკ ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა დასასვენებელი სახლი (ბიჭვინთაში), სასტუმრო (ყვარელში), სანატორიუმის კომპლექსი (ლიკანში), ადმინისტრაციული სახლები (სოხუმში, ქარელში და სხვ.); სხვადასხვა დროს კონკურსებში გამარჯვებულ მის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: 240-ადგილიანი საბავშვო ბაღი (I პრემია), ტიპური სახლების საკავშირო მასშტაბის კონკურსი (II პრემია), ადმინისტრაციული სახლი რუსთაველის მოედანზე ქ. თბილისში (II პრემია) და სხვა; არის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი და საბჭოთა კავშირის 1982 წლის საუკეთესო პროექტის ავტორი; დაჯილდოებულია საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.732 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |