The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩაჩხიანი

ზურაბ ჩაჩხიანი
დაბადების თარიღი:1939  (85 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტი 1962 წელს. 

1962-1965 წწ. იყო მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1965-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ფიზიკის კათედრის ასისტენტი, 1976-1981 წწ. ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1981-2005 წწ. დოცენტი და მყარი ტანის ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის სექტორის უფროსი, 2002 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და 2005 წლიდან - ამავე დეპარტამენტის სრული პროფესორი. ფიზიკა-მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.78

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    მონოგრაფიებისთვის: "თორიუმის შენადნობებისა და ნაერთების მაგნეტიზმი" (თბილლისი, 1986); 2."ურანის ინტერმეტალური შენაერთები"(თბილისი, 1990)

გააზიარე: