The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჭელიძე

ლევან ჭელიძე
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1995  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სცენარისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს და უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში 1982 წელს. 

1965 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მისი სცენარებით გადაღებულია 18 მოკლე  და სრულმეტრაჟიანი  ფილმი: "პიერო-მილიციის თანამშრომელი" (დ. რონდელი, 1965), "გოგონა და ჯარისკაცი", "ჩამავალი მზე" (თ. ფალავანდიშვილი, 1970), "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ" (ა. ნინუა, 1973), "პირველი მერცხალი" (ნ. მჭედლიძე, 1970), "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (გ. მგელაძე, 1975), "გასეირნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1976), "სინემა" (ლ. ელიავა, 1977), "შესვენება" (ბ. წულაძე, 1978), "შნო"(დ. ბათიაშვილი, 1979), "თბილისი, პარიზი, თბილისი"(ლ. აბაშიძე, 1980), "ყოჩაღად პაპებო"(ძმებ მორმარევებთან და ე. მაჭავარიანთან ერთად /ნ. ნენოვა და გ. წულაია, 1981), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (გ. მატარაძე, 1983), "მაცივარში ვიღაცა იჯდა" (ყ. მგელაძე, 1983), "ყვითელი ჩიტი" (გიული ჩოხელთან ერთად/ა. დარსაველიძე, 1983), "ბრავო ალბერ ლოლიშს" (მ. თავაძე, 1987), "დანაშაული მოხდა" (ნ. ჭედლიძე, 1988), "ო, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (დ. ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/თ. ფალავანდიშვილი, 1990).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 213; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: