შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტის პანტომიმის სრული კურსი 1989 წელს. 1992 წლიდან იყო კომპანია "მიმოდრამის" სამხატვრო ხელმძღვანელი. არის ავტორი ფილმებისა: "ისეი" (1995), "მიმო 200?" (2001), "უსასრულობა" (2002), "მანდილი" (2002) და დოკუმენტური ფილმისა "ჩანახატი საკუთარ შემოქმედებაზე" (1994). მიღებული აქვს პრემია "ქართული ცეკვის საუკეთესო შემსრულებელი" (1972). არის მონაწილე ფესტივალებისა: ხარკოვი-კიევი (1976), ბერლინი-79, მოსკოვი-81. 1971-1982წწ. დაჯილდოებულია მედლებით ცეკვის ფესტივალებზე საქართველოში; მიღებული აქვს გრან-პრი ტაშკენტის, კიოლნის, კიევის, პეტერბურგის ფესტივალებზე. მისი შემოქმედება აღნიშნულია საუკეთესო სპექტაკლების კრებულში "თეტ-თეტ" (1998) და კრებულში "საპარტნიორო ურთიერთობა თბილისსა და საარბრიუკენს შორის (2000). წლების წინ გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში; მოღვაწეობს როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. 2003, 2006 და 2009 წლებში იყო რეჟისორი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნისა; არაერთი სპორტული და საკონცერტო ფესტივალის რეჟისორი, როგორც ევროპაში ასევე საქართველოში; "ევროვიზიის" ქართული ნომრების დამდგმელი რეჟისორი; 2016 წელს თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა "სამოსელი პირველი". გერმანიში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.377; საინფორმაციო პორტალი "ამბებიჯი": ambebi.ge; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |