The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო წულაძე

ნიკო წულაძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ წულაძე
დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 2011  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პარალელურად, ხელოვნების ფაკულტეტები 1980 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი რეჟისურის სპეციალობით (ოთარ იოსელიანის სახელოსნო) 1984 წელს.

1986 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამხატვრო ხელმძღვანელი. 1992-1995 წწ. ხელოვნების ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1992-2011 წწ. ხელმძღვანელობდა მისივე დაარსებულ ექსპერიმენტულ სტუდია "მარიხს"; 1995-2000 წწ. მონაწილეობდა გერმანიაში და საფრანგეთში "ნიპკოვის" და "ეურომაჟის" პროექტებში; 2002 წლიდან იყო ევროპის თავისუფალ ხელოვანთა ასოციაცია "ალეატორია - XXI"-ის საკორდინაციო საბჭოს წევრი; 2002-2004 წწ. მონაწილეობდა ევროსაბჭოს და შვეიცარიის შემოქმედებითი განვითარების ფონდის "ავანტის" პროგრამაში; სხვადასხვა სტუდიებში გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "მეტივეები" (1979), "ზღვარი" (საინგილოზე, 1984), "სვანეთის საგანძური" (1989), "ლიტურგია" (1991), "პატრიარქი სვანეთში" (1992), "ქართული გამბიტი" (1993), "ელეგია" (1993), "მზიანი ღამის ფერები" (2005), "დიასპორა-ხიდი მსოფლიოსთან" (2006), "სინანულის სანაპირო" (2008); მხატვრული ფილმები: "ბანაკი" (მ/მ, 1982), "მხიარული ნიღბები" (1994), "სათნოებათა კიბე" (1997). არის თავისი ფილმების სცენარის ავტორი და პროდიუსერი. მიღებული აქვს არაერთი პრიზი და ჯილდო დოკუმენტური ფილმებისთვის: კინო ფესტივალ "ამირანის" პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმისთვის "მეტივეები" (1980), ტალინის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "ზღვარი" (1984), სანდიეგოს საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "სვანეთის საგანძური" (1989), ამსტერდამის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "ლიტურგია" (1991), ავსტრიის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზი "დე ნაციონე", რუსეთის საერთაშორისო კინო ფესტივალის "ზოლოტოი ვიტიაზის" პრიზი "ვერცხლის რაინდი", მარსელის, მელბურნის და ლონდონის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზები ფილმისთვის "ელეგია" (1999); მხატვრული ფილმებისთვის: კიევის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის "ბანაკი" (1982), რუსეთის საერთაშორისო კინო ფესტივალის "ზოლოტოი ვიტიაზის" მთავარი პრიზი, კოტბუსის, კიევის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზები ფილმისთვის "სათნოებათა კიბე" (1997). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 210; google.com; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: