The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოველი ჭაავა

მოველი ჭაავა
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1938
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 2011  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინერ-შახტმშენებლის კვალიფიკაციით 1961 წელს.

1961-1965წწ. - "ტყვარჩელშახტმშენის" სამმართველოს ცვლის ინჟინერი, უბნის და შახტის ვენტილაციის უფროსი; 1965-1978წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოს უბნის სამთო ოსტატი, შემდეგ, ელექტროსადგურის I რიგის საექსპლუატაციოდ გაშვებამდე უბნის უფროსი; 1978-1980წწ. - უფროსის მოადგილე წარმოების დარგში და მთავარი ინჟინერი; 1980-1983წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, სააქციო საზოგადოება "სპეცჰიდროგვირაბმშენის" გენერალური დირექტორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალით და სსრკ დამსახურებული რაციონალიზატორის წოდებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.690; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.145; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.410

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: