The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ წიტაიშვილი

გრიგოლ წიტაიშვილი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

მუშაობდა გორის, რუსთავის, რუსთაველის სახელობის, გრიბოედოვის სახელობის და სხვა თეატრებში. 1967 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". შეასრულა მთავარი როლები: ლადო ("ცისკრის ზარები", ყ. მგელაძე, 1967), გერასიმე ("სინათლე ჩვენს ფანჯრებში", ყ. მგელაძე, 1969), იასონი ("წუთისოფელი", შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971). მონაწილეობს ფილმებში: "ჩარი-რამა" (ნ. სანიშვილი, 1972, ნოდარი), "ღამის ვიზიტი" (ნ. სანიშვილი, 1974, გიორგი), "კაპიტნები" (თ. გომელაური, 1974, სეინერის კაპიტანი), "ბათა ქექია" (ლ. გორდელაძე, 1978), "დათა თუთაშხია" (გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), "მშობლიური ჩემო მიწავ!" (რ. ჩხეიძე, 1980), "ზღაპარი" (კ. სურმავა, 1980), "ერთ პატარა ქალაქში" (გ. ლორთქიფანიძე, 1985), "გრანტუსი" (ბ. ჩხეიძე, 1994) და სხვ.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 208-209; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.getbiliselebi.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: