შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხატია დეკანოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს. 1990 და 2000 წლებში გაიარა ტრენინგები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და RAND Corporation-ის ეგიდით. 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში; 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2005წწ. შსს ადმინისტრაციის უფროსი;2005-2007წწ. აშშ-ში საქართველოს საელჩო; 2007-2012წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; 2012-2013წწ. პოლიტიკის ანალიზის ცენტრი; 2013-2014წწ. კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი; 2014-2015წწ. ICITAP, BOJ მრჩეველი; 2015-2016წწ. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი; 2017-2019წწ. მარშალის უსაფრთხოების ცენტრი; 2017-2018წწ. ეუთოს ექსპერტი პოლიციის რეფორმის საკითხში; 2018-2019წწ. აშშ INL ექსპერტი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |