შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ჩხეიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო) 1979 წელს. 1972-1979წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. გადაიღო ფილმები: "ბენზინის ჩამომსხმელი", "ყუთები" (მ/მ, 1977), "ძახილი პელაგონში" (1980), "დები წყვდიადში" (ტ/ფ, ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მიხედვით, 1981), "მჭედელი", "არაჩვეულებრივი რეისი" (მ/მ, 1982), "ბატონი ავანტიურისტები" (1985), "რივარესი" (ფილმი-ბალეტი, ე. ვოინიჩის რომან "კრაზანას" მიხედვით, 1987), "ზმანებანი აღლუმებს შორის" (1989), "გრატუსი" (1994), "საბალეტო პა" (რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით, 1996). როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: "ღიმილის ბიჭები" (რ. ჩხეიძე, 1969), "გოლა" (გ. მატარაძე, 1980), "მაცივარში ვიღაცა იჯდა" (ყ. მგელაძე, 1983), "ჩემი ძვირფასი საყვარელი ბაბუ" (პ. ჩარკვიანი, 1998), "გაჭედილები" (ყ. მგელაძე, 2003) და თითქმის ყველა თავისივე გადაღებულ ფილმში. კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.200; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; geoelite.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |