შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1955-1957წწ. თბილისის საშუალო სკოლების მასწავლებელი; 1958 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 2003-2005წწ. რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული სათათბიროს თავმჯდომარე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). არის 7 წიგნის, 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 250-ზე მეტი საგაზეთო წერილის ავტორი. ძირითადი თემატიკა: რუსთველოლოგია, ძველი და ახალი ქართული ლიტერატურა, განათლება, ისტორია, ხელოვნება, ეროვნული მოძრაობა, მოღვაწენი, მოგონებები. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: mes.gov.ge; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ცენტრი: manuscript.ge;24blog.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 67 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |