The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა კორინთელი

ზაზა კორინთელი
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 

იყო თანამედროვე ქართული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორი (1992); ჯგუფის "მოჩვენება" სოლისტი (1993 წლამდე); ჯგუფების "ZUMBALAND" -ის, "ზუმბა-მოძრაობისა" (1994) და "ზუმბას" (2002) დამაარსებელი. მიღებული აქვს მონაწილეობა ფესტივალებში: "ხელები" და "მარგარიტა" (1996); არის შემდეგი პრიზების მფლობელი: ჯაზ-ფესტივალი, მთავარი პრიზის (1997); ჯგუფ "ინსაითთან" ერთად "მირ ნა კავკაზე" (2000); "ტრანსკავკასიაში" (ვარშავა, 2004); "ვაზის ფესტივალი" (კახეთი, 2004); "ჯაზზ ვსტარომ გოროდე" (2005). იყო ორგანიზატორი ფესტივალებისა: "ჩვენი ეზო", "ქუჩის ფესტივალი", "არტ-გენი-2005", "არტ-გენი-2006". აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ პროექტებში: "ცოცხები ჩქარა"; "ჩვენი ეზო"; "წავედით არჩევნებზე"; "World music band" (2005); "ჟივოი ზვუკ ბორჯომი" (კიევი, 2005) და "ადილა" (2006). ჩაწერილი აქვს ალბომები: "მე ველოდები განთიადს" (1995), "გზა" (ჯგ. "33ა-სთან ერთად 2000"), პოლონურ-ქართული ალბომი "PROJECT UNION" (2001), "ევრორემონტი" (2002), "ჟოლო" (2005). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.268


გააზიარე: