The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ხაინდრავა

ლევან ხაინდრავა
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1996  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარბინი (ჩინეთი, მაშინდელი რუსეთის იმპერია).

1941 წლიდან მუშაობდა ქ. ხარბინის საბჭოთა პრესაში. 1948 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. 1938 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მის თხზულებებში აისახა უცხოეთის ცხოვრება. ეკუთვნის პროზაული კრებულები: "პირველი შეხვედრა" (1962), "ტყეში" (1972), "კვამლი ჰორიზონტზე" (1977), რომანები: "მშობლიური ოჯახი" (1985), "ვიწრო არს კარნი შენნი" (1985). ქართულ ენაზე გამოაქვეყნა კრებულები: "მოთხრობები" (1973) და "მოკრძალებული მოწმე" (1980). ქართველი რუსულენოვანი საბჭოთა მწერალი. მეფის რუსეთის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლის, შემდეგ ჩინეთში გადასახლებული ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი მეთაურის, ივლიანე ხაინდრავას ვაჟი და ქართველი პოლიტიკოსების ივლიანე და გოგა ხაინდრავების მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ. 415; ელექტრონული ბიბლიოთეკა: libcat.ru

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: