შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირილ თუმანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. კირილ თუმანოვი ეკუთვნოდა თავად თუმანიშვილთა რუსეთში დაფუძნებულ შტოს. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, მამასთან ერთად თავი ჯერ პარიზს (1918), შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა (1928). დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა. 1970 წლიდან პენსიაზე იყო. იგი იყო ასევე მალტის რაინდთა სუვერენული ორდენის წევრი და ამ ორდენის ოფიციალური ისტორიკოს - კონსულტანტი. კირილ თუმანოვი ავტორია დასავლეთში აღიარებული შრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე, ასევე ქართული და სომხური არისტოკრატული საგვარეულოების გენეალოგიაზე. მიუხედავად ბევრი ღირსებისა, მისი ზოგიერთი გენეალოგიური სქემა არ არის საყოველთაოდ გაზიარებული. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1963 წელს გამოცემული Studies in Christian Caucasian History ("კვლევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიაში"). დოქტორი (1943), საპატიო პროფესორი, გენეალოგი. ამერიკელი ისტორიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.125-126; dic.academic.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |