The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი თორაძე

გოგი თორაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი თორაძე
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1952  (72 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ლ. პაატაშვილის სახელოსნო) 1985 წელს.

1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად, 1986 წლიდან დამდგმელ ოპერატორად. გადაიღო ფილმები: "ძილისპირული" (ნ. გარდაფხაძე, 1983), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ცარიელი ბინა" (დ. ბათიაშვილი, 1987), "სტუმარი" (თ. ბუტიკაშვილი, 1990), "ერთი ბედის ანოტაცია" (თ. გოცირიძე, 1991). რეჟისორი დოკუმენტური ფილმებისა: "კომენტატორი" (1981), " N 1" (1984), "არის ასეთი ქვეყანა" (1996), "სნაიპერი" (2000), "ხელები" (2001), "დაგვიანებული კადიში" (მ. კოკოჩაშვილთან ერთად, 2002), "ზღვიდან ზღვამდე"(2004), "პატრიარქობის ჯვარის მტვირთველი" (2006), "სკივრი" (2007), "ქართველი ლეგიონერი"(2007).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 94; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

გააზიარე: