The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მეძმარიაშვილი

ნოდარ მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 2022  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი შახტმშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვეს კათედრაზე სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე; კათედრაზე ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, მან შახტების მშენებლობაზე პრაქტიკული მოღვაწეობა ამჯობინა და უკრაინაში, დონბასში, ქ. სტალინოში წავიდა სამუშაოდ (ამჟამად ქ. დონეცკი); 1951 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა დონბასში, შახტის მშენებლობაზე; საშახტო მშენებლობაზე მუშაობდა 1959 წლამდე; გაიარა შრომითი გზა სამთო ოსტატიდან შახტსამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის თანამდებობამდე; უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამი მძლავრი შახტის საექსპლუატაციოდ ჩაბარებას; 1959 წელს გადაიყვანეს დონეცკის ოლქის სამოქალაქო მშენებლობის სფეროში; 1963 წელს დაინიშნა დონეცკის ოლქის სამშენებლო გაერთიანება "დონეცკჟილსტროის" მთავარ ინჟინრად; 1967 წელს დააწინაურეს საოლქო სამშენებლო გაერთიანების უფროსად; ხელმძღვანელობდა მთელი ოლქის საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და სამოქალაქო მშენებლობის სფეროს, 1973 წელს გადმოიყვანეს საქართველოში; 1973-1981წწ. მუშაობდა მშენებლობის მინისტრად; 1981-1982წწ. რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1973-1982წწ. ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს რესპუბლიკის ინდუსტრიის არსებული სტრუქტურების განვითარებას და ახლის მშენებლობას; 1985 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლად სსრკ მინისტრთა საბჭოსთან, მოსკოვში; ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ის ხელს უწყობდა საქართველოს პრობლემების დადებითად გადაწყვეტას, პროპაგანდას უწევდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის, კულტურისა და მეცნიერების მიღწევებს; 1991 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დაინიშნა სსრკ მინისტრთა კაბინეტთან არსებული საქართველოს მთავრობის მუდმივ წარმომადგენლად; მუდმივი წარმომადგენლობა გარდაიქმნა საქართველოს საელჩოდ რუსეთში და ის დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ელჩად რუსეთის ფედერაციაში; 1991-1994წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილედ; იყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური მრჩეველი საზღვარგარეთის ინვესტიციების მოზიდვისა და მათი ათვისების საკითხებში; 1994 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვის მთავრობაში, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის რეგიონის განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ; 1999 წელს სამუშაოდ გადავიდა ახლად ჩამოყალიბებულ რუსეთის სახალხო-სამხატვრო ფონდში გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2003 წელს დაინიშნა ფონდის გენერალურ დირექტორად, სადაც მუშაობდა 2012 წლამდე; დონეცკში მუშაობის პერიოდში არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა დონეცკის საქალაქო და საოლქო საბჭოების დეპუტატად; მის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული დონბასსა და საქართველოში ჩოგბურთის კომპლექსური ახალი ბაზების შექმნა; პირველი დახურული კორტების მშენებლობა თბილისში, საბჭოთა კავშირის ჩოგბურთის ნაკრები გუნდის სავარჯიშო ბაზის შექმნა ქ. თელავში; 1979 წელს იყო ესპანეთის დევისის თასის გათამაშების მონაწილე, საბჭოთა კავშირის ჩოგბურთრის ნაკრების გუნდის უფროსი. მიღებული აქქვს სახელმწიფო ჯილდოები: საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1979), "მეშახტეთა ბრწყინვალების" ორდენი (I, II, II ხარისხი), უკრაინის მინისტრთა კაბინეტის "საპატიო ნიშნის" ორდენი, მეშახტის დიდების ორდენი (I, II, II ხარისხი),  სსრ კავშირის ორდენი "მშენებლობაში დამსახურებისათვის".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.408-409; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.77; kartvelebi.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • დონეცკის ოლქის ჩოგბურთის ფედერაცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრი (1992-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სამშენებლობო დარგის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ახალგაზრდა მშენებელთა კადრების მომზადებაში დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: