შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსები (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1978 წელს, მოგვიანებით თბილისის სამხატვრო აკადემია და თბილისის სასულიერო სემინარია. 1991 წლის 16 მაისს აღიკვეცა ბერად, იმავე წლის 23 მაისს გახდა დიაკვანი, ხოლო 3 ნოემბერს ეკურთხა მღვდლად. 1993 წელს მიიღო არქიმანდრიტის სტატუსი. 1995 წლის 7 აპრილს ეკურთხა ეპისკოპოსად. 1992-1995 წლებში იყო სვეტიცხოვლის წინამძღვარი, 2000 წლიდან ხელმძღვანელობს შემოქმედის ეპარქიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლიდან - მიტროპოლიტის ხარისხში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.335
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |