The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ალავიძე

დაბადების თარიღი:5 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1975  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა  მოსკოვის  საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი 1936 წელს.

კინოში მოღვაწეობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად ა. წუწუნავას ფილმზე "ჯანყი გურიაში" (1927). 1938 წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვის" ქრონიკის სექტორში, გადაიღო კ/ჟ "საბჭოთა საქართველოს" რამდენიმე ათეული ნომერი და 20-ზე მეტი დოკუმენტრი ფილმი, მათ შორის "ახალი სვანეთი" (1938), "რიონის ხეობა" (1953), "დავით გურამუშვილი" (1955), "ლესია უკრაინკა" (1956), "ნიკო მასწავლებელი" (1960), "სექტანტები" (1960), "დავით კლდიაშვილი" (1962), "დიმიტრი გულია" (1964), "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1967) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 32


გააზიარე: