The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გარეგინ ტერ-სტეფანიანი

გარეგინ ტერ-სტეფანიანი
Other name:სლეპცოვი  (Pseudonym)
Date of birth:14 January, 1876  (148 years)
Date of death:19??
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

საშუალო განათლება მიიღო ტფილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.

იყო სომხური რევოლუციური ფედერაციის - პარტია "დაშნაკცუტიუნის" წევრი; თანამშრომლობდა პრესაში "სლეპცოვის" ფსევდონიმით. მეფის რეჟიმის დროს, 1908 წლის 14 ოქტომბერს დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1910-იან წლებში მუშაობდა რკინიგზაზე, საქმის მწარმოებლად. არჩეული იყო ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად "დაშნაკცუტიუნის" სიით. მუშაობდა პედაგოგად ანანიევის ქალთა გიმნაზიაში. 1918 წლიდან იყო "დაშნაკცუტიუნის" საქართველოს ცენტრალური კომიტეტის "აშხატავორის" წევრი. 1919 წლის სექტემბრიდან დამატებითი არჩევნების შედეგად "დაშნაკცუტიუნის" სიით ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო სამეურნეო-საგამგეო, ტექნიკური და საპენსიო კომისიების წევრი. მუშაობდა ქალაქ თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილების, მიწის განყოფილების საარენდო მაგიდის გამგედ. 1922 წლის 21 ივლისს, თბილისში მოკლეს ახმედ ჯემალ-ფაშა, ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთში სომხური ეთნოსის მასობრივი განადგურების ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევდნენ; საბჭოთა ხელისუფლებამ მკვლელობის ორგანიზებაში იმავე დღეს დაადანაშაულა "დაშნაკცუტიუნის" პარტია და მისი წევრების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო; იგი დაპატიმრებულთა შორის იყო. შემდგომი ბედი უცნობია. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.374

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: