The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ერქომაიშვილი

ალექსანდრე ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1937  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მაზრა.

სწაალობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა 1905-1907წწ. რევოლუციაში. 1907-1917წწ. გადასახლებული იყო ქ. კრასნოიარსკში; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო კრასნოიარსკის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე; 1917 წლის მაისში თბილისში დაბრუნდა;  1918-1920წწ. მუშაობდა ცეკავშირში. ორი წლით მივლინებული იყო საზღვარგარეთ, სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში; გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ წარადგინა დისერტაცია - "მოგების პრობლემა კოოპერაციაში". საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასურსათო საქმეთა სახალხო კომისარი, ამიერკავკასიის საფინანსო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1931-1932), უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური სკოლის დირექტორი. დახვრიტეს 1937 წელს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.95


გააზიარე: