The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ იაშვილი

თენგიზ იაშვილი
Date of birth:20 April, 1929
Date of death:2004  (at 74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.

1948-1953წწ. მუშაობდა თბილისის მთავრობის სახლისა და 1953-1955წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობებზე; 1955-1959წწ. სოხუმის მაგისტრალური წყალსადენ-კანალიზაციის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, საშენ მასალათა საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად და დირექტორად; 1959-1964წწ. მონაწილეობდა ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის მშენებლობაში, ბზიფის სახლსაშენი კომბინატის მშენებლობაზე, იყო უბნის უფროსი, ხოლო მშენებლობის დამთავრების შემდეგ დაინიშნა კომბინატის დირექტორად; 1964-1970წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს; 1970-1973წწ. "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" სოხუმის სამონტაჟო სამმართველოს; 1973-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1975-1992წწ. რესპუბლიკურ ტრესტ "საქკურორტის" აფხაზეთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1993-1996წწ. იყო სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს "მთავარტრანსმშენის" ობუხოვოს სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1997-2005წწ. იყო მცხეთა-მთიანეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; ხელმძრვანელობდა საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების მშენებლობას აფხაზეთში, საქართველოს სხვა ტერიტორიებსა და ქ. მოსკოვის ოლქის ქალაქებში სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; არის სამშენებლო პრაქტიკაში დანერგილი მრავალი რაციონალური წინადადების ავტორი; დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.189

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: