The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გაბესკირია

გურამ გაბესკირია
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1947
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, საქართველოს გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა. 1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის "დინამოში", მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი - თბილისის "ცსკა"-ში. 1972 წელს გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი - საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ სოხუმის "ცხუმის"  დაარსებაში, რომელიც თამაშობდა ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში, აგრეთვე გახდა კლუბის პრეზიდენტი. 1990 წელს იგი მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, თუმცა თავისი კანდიდატურა მოხსნა. 1992 წლიდან იყო სოხუმის მერი. 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და ტყვედ იქნა აყვანილი. ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. 

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - საქართველოს ეროვნული გმირი (სიკვდილის შემდეგ)

გააზიარე: