The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუბენ აუშტროვი

რუბენ აუშტროვი
Date of birth:24 June, 1887
Date of death:23 December, 1937  (at 50 years)
Burial location:ლევილთა ქართული სასაფლაო, პარიზი.
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობისას გახდა რუსეთის სოციალ - დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა ვექილთა (ადვოკატთა) კორპორაციაში, ამავდროულად მუშაობდა არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში პროპაგანდისტად და ორგანიზატორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. 1917 წლის დეკემბერში საქართველოს წითელი გვარდიის - შემდგომში, სახალხო გვარდიის - ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ასრულებდა მდივნის მოვალეობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე და საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე ხელისმომწერი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსი.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.162

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ - დემოკრატიული პარტია, წევრი
  • სამხედრო კომისია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კომიტეტი, წევრი (1917-)
  • სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი, წევრი

Share: