შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბლუაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზარანი, შორაპნის მაზრა. ადრეული ასაკიდნა მუშად მუშაობდა; 1919-1920წწ. ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას საქართველოში; 1920 წელს დააპატიმრეს კომუნისტური აგიტაციისათვის, იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, 1921-1922წწ. მუშაობდა ხარაგაულის რაიონის საქართველოს კომპარტიის რაიკომის მდივნად; 1922 წელს - შორაპნის მაზრის პარტიის კომიტეტის ინსტრუქტორი; 1922-1923წწ. - ჭიათურის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანი, საქართველოს ცკ კომპარტიის ინსტრუქტორი; პარალელურად 1923 წელს საქართველოს კპ-ის მობილიზაციით გაიგზავნა წითელ არმიაში პოლიტმუშაკად; იყო ასეულის პოლიტხელი, ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1929 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული კურსები უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის და დაინიშნა პირველი ქართული სამთო-მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისრად; 1932 წლიდან ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1933 წლიდან ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე; 1936 წლიდან კი ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსი. 1937 წელს დააპატიმრეს. ბრალდებად წაუყენეს კონტრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; 1938 წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ. წყარო: სამხედრო-ისტორიული ფოტოგრაფიის კერძო არქივი: photo-war.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |