The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ბლიოტკინი

პეტრე ბლიოტკინი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1988  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.  იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანისა და ე. ლანსერეს მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან. მისი მთავარი ნამუშევრებია: "კარნავალი" (1936), "ვ. პეტროვას პორტრეტი"(1937-1938, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "თბილისის წვიმა"(1961), "ირმა სოხაძის პორტრეტი"(1977) და სხვ. პეტრე ბლიოტკინის პორტრეტებში და ძველი თბილისისა და საქართველოს (კახეთის) სხვადასხვა კუთხის ამსახველ პეიზაჟებში ვლინდება მხატვრის განსაკუთრებული გატაცება კოლორისტული ამოცანებით. რუსი ფერმწერი, პორტრეტისტი და პეიზაჟისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.449; ახალი და უახლესი ქართული ვიზიალური ხელოვნების პორტალი:  art.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: