შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჯანჯღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ხონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1931 წელს, გენშტაბის სამხედრო აკადემია 1948 წელს. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), ბესარაბიის განთავისუფლებაში 1940 წელს. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მოქმედ არმიაში იმყოფებოდა. მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-1958 წწ. იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ დოსააფის ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.540 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |