შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შაბთაი ცური
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი. დაამთავრა ვანის მეორე საშუალო სკოლა 1967 და სწავლა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო, რომელიც 1974 წელს დაამთავრა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი სახცოვრებლად ისრაელში გადავიდა და ქ. აშკელონში დასახლდა. 1979 წლიდან მუშაობა დაიწყო ისრაელის ეროვნულ ბანკში, ამავე დროს დაიწყო მოღვაწეობა ადგილობრივ პოლიტიკურ მოძრაობაში, მოგვიანებით გაწევრიანდა ლიკუდის პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში. შაბთაი ცური ქალაქის ვიცე მერი იყო, 2003 წელს კი ქალაქის მერის პოზიცია დაიკავა; შაბთაი ცური წლების განმავლობაში იყო საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში. როგორც ლიკუდის პარტიის აქტიური წევრი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთ წამყვან ლიდერთან და 2001-2006 წლებში ქვეყნის პირველ პირთან - არიელ შარონთან. 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის აგვისტომდე იყო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პარალელურად ის ხელმძღვანელობდა ისრაელის საკონსულოს ქ. ერევანში. 2014 წლის 4 ნოემბერს, საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობის ფარგლებში ქ. ვანის სანაპიროს ქუჩას, სადაც დაიბადა და გაიზარდა შაბთაი ცური, სიცოცხლეშივე მიენიჭა მისი სახელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |