შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯაკობია
ბიოგრაფიათავისი ნამუშევრებით საფუძველი ჩაუყარა ძველი ქართული მწერლობის ძეგლების პუბლიკაციისა და ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა შესწავლას. გამოაქვეყნა "იოსებ-ზილიხანიანის" 2 ქართული ვერსიის ტექსტი (1927), თეიმურაზ I-ისა (1934, ა. ბარამიძესთან ერთად) და თეიმურაზ II-ის (1939) თხზულებები, "ომაინიანი" (1937), გალექსილი "ამირანდარეჯანიანი" (1941), დაურთო სათანადო გამოკვლევები, ლექსიკონები და საძიებლები, ხელნაწერთა აღწერილობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯაკობიას ვრცელი ნარკვევი თეიმურაზის თარგმანები". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.533; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.123
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |