შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავქსენტი მიქავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი. ცხრამეტი წლის ჭაბუკი სოხუმთან ახლოს მდებარე სოფელ ლეჩქოფის ახალგაზრდათა გუნდში მღეროდა; გუნდის ხელმძღვანელი იყო სანდრო ოჩიგავა; იგი სოხუმის პედტექნიკუმშიც ხელმძღვანელობდა გუნდს; მან სოფლელი და ქალაქელი მომღერლების გუნდები შეაერთა და 1926 წელს პირველი გამარჯვება მოაპოვებინა, გუნდის წამყვან მომღერლად კარგი ხმის და ფაქიზი სმენის პატრონი ავქსენტი მიქავა ითვლებოდა; ის სოფლურ სიმღერებს ასრულებდა და თან დუეტებსა და ტრიოებშიც მონაწილეობდა; სამხედრო სამსახურში მან თბილისის პირველ ქართულ მსროლელთა ლეგიონში ორმოპცდაათკაციანი მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა; 1931 წელს პლატონ ფანცულაიამ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მიიწვია სოლისტ-მომღერლად; სოხუმის პედინსტიტუტის დაარსებისთანავე შექმნა შერეული ანსამბლი, რომელიც საქართველოს ყველა კუთხის სიმღერებს ასრულებდა, აქ მან მრავალი მომავალი მომღერალი და ლოტბარი გამოავლინა და გზა დაულოცა; იყო თვითმოქმედი კომპოზიტორი; მის სიმღერებს: "საკოლმეურნეო", "სატრფიალო", "სახუმარო", "მეურმის სიმღერა" და სხვა სიმღერებს ანსამბლები დღესაც ასრულებენ; 1955 წელს მოსკოვის კინოსტუდიამ აფხაზეთის ანსამბლის შესრულებით და ავქსენტი მიქავას დირიჟორობით მრავალი სიმღერა ჩაწერა; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 157 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |