შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი ვიტე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სერგეი ვიტე 17 წლის ასაკამდე თბილისში იზრდებოდა. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდგომ კი თბილისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. 1866 წელს ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოდესაში გადავიდა. ვიტემ 1870 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იგი იყო საიმპერატორო კართან (თავიდან ალექსანდრე III-ის, შემდგომ კი ნიკოლოზ II-ის მმართველობის პირველ ნახევარში) ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი. 1892 წლიდან იყო თავდაპირველად გზათა მიმოსვლის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი, 1903 წლიდან–მინისტრთა კომიტეტის, ხოლო 1905–1906 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (რუსეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი). სერგეი ვიტეს ინიციატივით განხორციელდა დიდმასშტაბიანი ეკონომიურ ღონისძიებები: შემოღებილ იქნა სახელმწიფო მონოპოლია ღვინოზე(1894), გაიყვანეს ციმბირის რკინიგზა, გატარდა ფულის რეფორმა (1897). იგი ატარებდა ეკონომიკის განვითარების ფორსირების პოლიტიკას, რაც დაკავშირებული იყო უცხოური კაპიტალის მოზიდვასთან ქვეყნის მრეწველობაში(მათ შორის თბილისის და ქუთაისის გუბერნიების სამთამადნო მრეწველობაში), ბანკებსა და სახელმწიფო სესხებში. XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სერგეი ვიტემ შეიმუშავა აგრარულ რეფორმათა ფართო პროგრამა, რომელიც შემდგომში პრემიერ-მინისტრმა პეტრე სტოლიპინმა ცხოვრებაში ნაწილობრივ გაატარა. 1905 წელს იგი ხელმძღვანელობდა სამშვიდობო დელეგაციას პორტსმუთში, სადაც ხელი მოაწერა კაპიტულანტურ საზავო ხელშეკრულებას იაპონიასთან. სერგეი ვიტე იყო ინიციატორი 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტისა, რომლითაც იმპერატორის სახელით რუსეთის მოსახლეობისათვის პოლიტიკურ უფლებათა ბოძების შესახებ გამოცხადდა. ამის საფუძველზე ჩატარებული რუსეთის პირველი სახელმწიფო-წარმომადგენლობითი არჩევნების შემდეგ მოწვეულ იქნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო–სახელმწიფო დუმა. სიცოცხლის ბოლო წლებში სერგეი ვიტე ჩამოცილებული იყო აქტიურ სახელმწიფოებრივ საქმიანობას და მემუარების წერით იყო დაკავებული. 1907–1912 წლებში გამოქვეყნდა მისი "მოგონებები", რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა ცარიზმის პოლიტიკის შესასწავლად. რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი (1905). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |