The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური აივაზოვი

იური აივაზოვი
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მე-14 რუსული სკოლა. თეატრალური განათლება მიიღო რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან არსებულ სტუდიაში.

1955 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრში მსახიობად. განსახიერებული აქვს შემდეგი როლები: იოხიო (ჯ. კინოსიტოს "წეროს ფრთები"), მამა (ა. შაგინიანის "ჩემი ძვირფასი პატარა"), ძაღლი მასტინო (ჯ. როდარის "ჩიპოლინოს თავგადასავალი"), ტრელონი (თ. სტივენსონის "განძთა კუნძული"), ფსიქოლოგი (აგრონოვსკის "შეაჩერეთ მალახოვი"), ფაბრიციო (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ჯემალი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ძია ვანო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), ყვავი (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), სანდრო (ა. ჩხაიძის "ჩინარის მანიფესტი"), ბარონი (ა. დე მიუსეს "სიყვარულთან არ ხუმრობენ"), მილოვზოროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დონ ლოპე (ა. მორეტოს "ცოცხალი პორტრეტი"), ტურა (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა") და სხვა. 1961 წლიდან ხელმძღვანელობდა საავიაციო ქარხნის კლუბის მოყვარულთა თეატრალურ კოლექტივს; 1965 წელს ამ კოლექტივს სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭა. მან აქ განახორციელა დადგმები: ა. გელმანის "სკამი", რ. ტომასის "ხაფანგი", დუდარევის "ზღურბლი".

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.29.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • თვითშემოქმედ თეატრთა საკავშირო ფესტივალის ოქროს მედალი (1971, 1979)

გააზიარე: