შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა სავჩენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტგრადი(ყოფილი კიროვოგრადი, ახლანდელი კროპივნიცკი), უკრაინა. 1925 წელს, შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. 1930-1932 წლებში ბალეტის მსახიობად მუშაობდა ხარკოვის მუსკომედიის, ხოლო 1932-1933 წლებში პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრებში. 1933-1948 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი. წარმატებით გამოდიოდა როგორც სოლო, ისე მასობრივ ცეკვებში, სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში: ა. მინკუსის "დონ კიხოტი", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", გ. კილაძის "სინათლე", მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", ე. ბიზეს "კარმენი", ჯ. ვერდის "ტრავიატა", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი" და სხვ. ალექსანდრე სავჩენკო 1943-1958 წლებში მუშაობდა თეატრების ბალეტის რეჟისორ-ასისტენტად და დასის გამგედ, ხოლო 1986 წლამდე სადადგმო ნაწილის გამგედ. 1935-1938 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში(სასწავლო ნაწილის გამგედ). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.84 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |