შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ცხვედაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სოჯინი, ახლანდელი ცხინვალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1869 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელია. 1874 წლის შემდეგ ასწავლიდა თბილისის ქალთა ინსტიტუტში და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი წესდების პროექტის შემდგენელი. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქართული სკოლები გაიხსნა ვლადიკავკაზში, ბაქოსა და ბათუმში. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიაში, რომელმაც მიიღო თბილისის საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. 1898 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის გათვალისწინებული შენობის აგების საქმეს. შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. 1877 წელს სწავლა-აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, მან დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა; ეს მოგზაურობა აღწერა სტატიაში: "მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან" ("ივერია", 1878 ნოემბერი, NN 31-42). მასვე ეკუთვნის "მისვლა-მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492-1664 წლებში" (ჟურნალი "მნათობი", 1871, N5,6), "დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავისი მიზეზებით მე-16 საუკუნეში" (ჟურნალი "კრებული", 1872, N19,12; 1873, N1), "ჩვენი ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა" ("ივერია", 1877, N33-41). ქართველი საზოგადო მოღვაწე. 2008 წლის 26 ნოემბერს მისი ნეშტი დიდუბის პანთეონიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იქნა გადმოსვენებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |