შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ადამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1906-1908წწ. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც ჩამოაყალიბა სცენისმოყვარულთ წრე; 1906 წელს ამ წრემ წარმოადგინა ო. ერნესტის "პედაგოგები", რომელშიც იგი ასრულებდა მებრძოლი პედაგოგის - ფლემინგის როლს; 1909 წლიდან მუშაობდა თბილისში ზუბალაშვილის სახალხო თეატრის ქართულ სექციაში მსახიობად; ამავე წელს გაემგზავრა კიევში და შევიდა კომერციულ ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ქართულ კოლონიასთან ჩამოაყალიბა ქართული თეატრი, რომლის ხელმძღვანელი, რეჟისორი და წამყვანი მსახიობი თავად იყო, პარალელურად მუშაობდა "ზემსოიუზში"; 1921-1924წწ. თბილისის სახალხო სახლის მსახიობი; 1925-1935წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1936-1938წწ. სიღნაღის საკოლმეურნეო სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1938-1939წწ. სეზონში საქართველოს სახელმწიფო ესტრადის ვოდევილების თეატრის მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1939 წელს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის ასისტენტი; 1940-1958წწ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ჯერ მსახიობი, ხოლო შემდეგ - დასის მმართველი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დანიელი (შილერის "ყაჩაღები"), ქავთარი (გრ. რობაქიძის "ლამარა"), როზენკრანცი (შექსპირის "ჰამლეტი"), მიკირტუმა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), გეურქ (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ადნაისი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), არტაშა (ნ. შიუკიაშვილის "ამერიკელი ძია"), ჰანს მაუერი (ფ. შილერის "ვილჰელმ ტელი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.91; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |