შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ერმაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ფოტოგრაფირება დაიწყო 1866 წლიდან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლის, შეკრებისა და ფიქსირების საქმეში. 1870 წელს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისათვის ტრაბზონიდან(თურქეთი) პეტერბურგში გაგზავნა თორთუმის ოლქში გადაღებული სურათები, ეს არის სამხრეთ საქართველოში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პირველი ფოტოფიქსაცია. 1880 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე(ახლანდელი შოთა რუსთაველის გამზირი) გახსნა ფოტოატელიე. 1897 წელს აირჩიეს ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად, 1912 წელს–ამავე საზოგადოების დამფუძნებელ წევრად, 1907 წელს–მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად. 1910 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ლეჩხუმ-სვანეთის ექსპედიციაში, გადაიღო 900-მდე ფოტოსურათი(მ. შ. იყო ის ძეგლებიც, რომლებიც შემდგომ განადგურდა). დიმიტრი ერმაკოვმა განსაკუთრებული სიყვარულითა და მაღალი პროფესიონალიზმით ასახა ფოტოფირებზე ძველი თბილისის ხედები, ქუჩები, მოედნები, ცალკეული შენობა-ნაგებობანი, დუქან-სახელოსნოები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. მისი ნამუშევრები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ყოფაზე. დიმიტრი ერმაკოვის ფოტონეგატივები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |