შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძირულა, შორაპნის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი. სცენაზე პირველად დაბა ძირულაში გამოვიდა სცენის მოყვარულთა წრეში. 1927-1929 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრების შემდეგ მიწვეული იქნა მსახიობად რუსთაველის სახელობის თეატრში. განასახიერა ასზე მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული როლი, მათ შორის: სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), კაპიტანი ჭავჭავაძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), გოჩა, გივი (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა", "არსენა"), იასე (ი. მოსეშვილის "მისი ვარკვლავი"), ტარიელი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ჩერენე (ი. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე") კენტი (შექსპირის "მეფე ლირი") და სხვა. 1937 წლიდან მოღვაწეობდა კინოშიც. როლები: თავადი ("დაკარგული სამოთხე"), ყორჩი-ხანი ("გიორგი სააკაძე") და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.144; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.77; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |