The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე დავარაშვილი

მოსე დავარაშვილი
Legal name:მოშე ჰა კატანი
Date of birth:1893
Date of death:1980  (at 87 years)
Burial location:იერუსალიმი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: გორის მაზრის დაბა ცხინვალი, ტფილისის გუბერნია.

მიიღო სასულიერო განათლება რაბი ხაფეც-ხაიმთან რადინის იეშივაში. თალმუდისტი. უმაღლესი განათლება მიიღო ქალაქ ვილნოში (დღევანდელი ვილნიუსი), პროფესიით პედაგოგი.

1910-იანი წლებიდან ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში და აქტიურად იყო ჩაბმული ადგილობრივი ებრაული თემის საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაში; იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი; 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა და სახალხო განათლების კომისიების წევრი; 1970 წელს საცხოვრებლად გადასახლდა ისრაელში; იყო ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა სულიერი ლიდერი. მისი ხელმძღვანელობით ქართული შრიფტით დაიბეჭდა ლოცვანი "თეფილათ ახიმ" (ძმების ლოცვა). გარდაიცვალა იერუსალიმში. ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწე, რაბინი.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.gerujen.ru

Member of Organizations

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: