შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1902 წელს, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903-1904წწ. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში; არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატიურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან; იყო სდ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისარად, აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის 28 ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის კომისარიატის (სეიმი) პირველი თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლის 2 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი; 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. 1921 წლიდან თეთრი ემიგრანტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3.-თბ., 1978.-გვ. 30; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |