შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე თარბა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბესლახუბა, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1948 წელს. 1953–1954 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, 1954–1958 წლებში პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. პირველი ლექსი 1937 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული–1949 წელს. ლექსებისა და პოემების სხვა კრებულებია: "ორი ზღვა" (1954), "ლექსები და პოემები" (1960), "აფხაზეთო ჩემო" (1963),"მთიდან მთამდე" (1965), "ლექსები" (1971), "შუადღის გზებზე"(1972), "სიმღერიდან სიმღერამდე" (1975). ივანე თარბას ეკუთვნის აგრეთვე რომანები: "ცნობილი კაცი" (1967) და "მზე ჩვენთან იღვიძებს" (1971). აფხაზი მწერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |