შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელიტონ ქანთარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს იდრიცის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 756-ე მსროლელი პოლკის მზვერავი იყო. მონაწილეობდა ლიტვა, ბელორუსიის, პოლონეთის განთავისუფლებასა და ბერლინის აღებაში. 1945 წლის 30 აპრილის 22 საათზე, სერჟანტ მ. ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა გამარჯვების დროშა. ომის შემდეგ მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. საბჭოთა კავშირის გმირი, სერჟანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.454; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |