შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია შერაძე
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1982-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1983 წლიდან პარტიულ სამუშაოზე იყო; 1989 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში; იყო თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1977-1998წწ. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; არის სამეცნიერო შრომების ავტორი; თბილისის პრემიერი, თბილისის მერიის ცენტრალური კოლეგიური ორგანოს - მთავრობის ხელმძღვანელი 1998 წლის 17 აგვისტოდან; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1983). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.925
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |