Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი წერეთელი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. მიიღო ინჟინრის განათლება. 1896–1897წწ. ქ. ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლები გამართა რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებში და 1904–1906წწ. წარმატების მწვერვალს მიაღწია; დასმა პეტერბურგის კონსერვატორიის თეატრში გამართა დადგმები სახელწოდებით "ახალი ოპერა", სწორედ ამ წლებში მიაღწია ალექსი წერეთლის საოპერო დასმა პოპულარობის მწვერვალს; მას ეკუთვნის მომავალში ცნობილი რამდენიმე ნიჭიერი საოპერო მომღერლის აღმოჩენა; 1905 წელს რუსეთში, რევოლუციური ვითარების მიუხედავად, სპეციალურად რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მასთან ჩამოვიდა მსოფლიოში სახლმგანთქმული ბარიტონი ტიტა რუფო; 1907–1908წწ. წერეთლის თაოსნობით შედგა ფ. შალიაპინის გასტროლები ამერიკაში; 1908 წელს მისმა დასმა გასტროლები გამართა გერმანიაში; 1913 წელს პეტერბურგში მოაწყო ქართული დიასპორის ყველაზე დიდი საღამო; ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1917 წელს დატოვა რუსეთი და ევროპას მიაშურა; 1921 წლიდან მისი ახლადშექმნილი დასი წარმატებით გამოდიოდა ესპანეთის თეატრებში; 1928 წელს იყო პარიზში "რუსული ოპერის" თანადამფუძნებელი; 1930 წელს "რუსული ოპერა" გაკოტრდა, მის მფლობელებს შორის დავა სასამართლომდე მივიდა; ალექსი წერეთელმა დავა მოიგო და 1931 წელს ემიგრანტ ვ. ბაზელის კომპანიონობით აღადგინა "რუსული ოპერა"; დასში მიწვეული იყო ფ. შალიაპინი; სიკვდილის წინ მან თავისი დასის მთელი რეკვიზიტები "მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს" უანდერძა, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად ცნეს და ქონება აუქციონზე გაიყიდა; ალექსი წერეთელი იყო მწერალ აკაკი წერეთლისა და ნატალია პეტრეს ასული ბაზილევსკაიას ვაჟი; ოპერის იმპრესარიო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 557
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |