შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეკა ძამაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1961 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (საფორტეპიანო). 1967 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მ. კამოევას ასისტენტი, პედაგოგი და აკომპანიატორი; მიჰყავდა სპეციალური ფორტეპიანოს კურსი (კამერული სიმღერა, ვოკალური ანსამბლის კლასი); 1978–1991წწ. საქტელერადიოს სოლისტი და კონცერტმაისტერი (600–ზე მეტი ჩანაწერი საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში); მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი; 1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას(ფორტეპიანო) კაიროს კონსერვატორიაში, ამერიკულ უნივერსიტეტში, ოპერაში "ტალანტის განვითარების ცენტრში", 1991 წლიდან პროფესორი; დააარსა "ეგვიპტის საფორტპიანო კვარტეტი"; აღზარდა არაერთი თაობა; სისტემატურად მართავდა სოლო კონცერტებს, მათ შორის თემატურს: ლისტის, შოპენის, შუმანის; ქართული რეპერტუარი: ტ. ბაქრაძე საფორტეპიანო სონატა (1978), ვოკალური ციკლი "ცხრა ვოკალური მინიატურა" მ. მაჭავარიანის ლექსებზე (1977, პირველი შესრულება, ე. გარსევანიშვილთან ერთად), ლ. ნინიევი 3 საფორტეპიანო პიესა (1977), ა. შანიძე ვოკალური ციკლი "ფიქრის გორა" (1988), გ. გაჩეჩილაძე ვოკალური ციკლი "სტიქიური სიმღერა"(1988), ა. ბასკაკოვი სიმღერები (1978), რ. გაბიჩვაძე "ჭეშმარიტება და სიყვარული" (1979), გ. ციციშვილი ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე (1979), რომანსები (1979, პირველი შესრულება), გ. ჯაფარიძე 6 ბაგატელი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1987, პირველი შესრულება), მ. დავითაშვილი ვოკალური ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე (მ. ნამორაძესთან ერთად), ს. ცინცაძის "მესაფლავე" გალაკტიონის ლექსზე (პირველი შესრულება ო. კუნჭულიასთან ერთად); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენის, შუმანის, რახმანინოვის, გრიგის, ლისტის; პიანისტი, კონცერტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 552 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |