შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1950 წელს. სსრკ-გერმანიის ომის მონაწილე; გამოდიოდა ჯერ სოხუმის (1939-1941), შემდეგ კი - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1944-1961); 1951 წლიდან გუნდის უცვლელი კაპიტანი; თბილისის "დინამოს" რეკორდსმენი ჩატარებული სეზონების (17), სსრკ ჩემპიონატებზე მატჩების (343) და გატანილი გოლების (127) რაოდენობით; სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა სამჯერ (1 გოლი); 3-ჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის; გ. ფედოტოვის სახ. კლუბის წევრი (134 გოლით); იყო გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი; ჩინებული ორგანიზატორული ნიჭის და ფილიგრანული ტექნიკის თავდამსხმელი; ფეხბურთის კარიერის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად; იყო თბილისის "დინამოს" უფროსი მწვრთნელი (1961-1962) და გუნდის უფროსი (1963-1965); თბილისის "ლოკომოტივის" უფროსი მწვრთნელი (1966-1967); ავტორია წიგნისა "ბურთით ცხრა მთას იქით" (1963); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის ღოღობერიძის ქუჩა. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1946, 1947, 1950, 1959), სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1951). სპორტის სახეობა: ფეხბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.905-906 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |