The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი
Date of birth:27 July, 1885
Date of death:31 March, 1935  (at 49 years)
Burial location:ლონგ–აილენდის სასაფლაო, ნიუ–იორკი, აშშ
Category:Inventor, Politician, Chemist

Biography

სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

სწავლის პერიოდში სათავეში ედგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა, სადაც მიიღეს ტევტონთა ორდენში. ამ პერიოდში შეძენილმა გერმანელმა მეგობრებმა შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობისას დიდი დახმარება გაუწიეს. აკადემიაში სტუდენტებს, როგორც მუშებს, თვეების მანძილზე ამუშავებდნენ მაღაროებში, ამან მაჩაბელი თეთრი და შავი სამუშაოს თანაბარი დაუზარლობით შესრულებას მიაჩვია. აკადემიის დამთავრების შემდეგ თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო - ხან მეზღვაური იყო, ხან მძღოლი და ხან შიკრიკი. იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი. პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" დააარსა და კავშირი გააბა 1914 წ. შექმნილ ჟენევის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან", რომლის ფილიალიც მან საქართველოში გახსნა. იყო გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული დავალებების შესრულებას, თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან და ხან რევოლუციონერებთან. გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით, გერმანული დინასტიით სათავეში ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა – საქართველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნულ–დემოკრატ მიშო მაჩაბლის ასული მარინე. მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და გიორგი მაჩაბელი დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში. 1922 წელს ის ამერიკაში გადასახლდა. წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო 1931 წელს შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი; მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წელს დააარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა იყო "საქართველოს დედოფალი", მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა. უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში. 1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა და 1931 წლის 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. 1933 წელს აირჩიეს პარიზში დაფუძნებულ საქართველოს თავადაზნაურთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ. 1933–1934წწ. სათავეში ედგა აშშ-ში ქართულ სათვისტომოს, ეწეოდა ქველმოქმედებას. 2009 წელს თბილისში დაარსდა მაჩაბლის სახელობის ფონდი (პრეზიდენტი ო. ჯანელიძე), რომლისის მიზანია მაჩაბლის და, ზოგადად, ქართული ემიგრანტული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია. 2013 წლიდან ფონდი გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს "ქართული ემიგრაცია". მისმა მეუღლემა, ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წელს კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით "პრინცი მაჩაბელი" ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.  ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, "სუნამოების პრინცად" წოდებული. 

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.114; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 596

Awards and Honors

  • "თამარ მეფის" ორდენი (საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მიერაა დაჯილდოებულია )

Share: